(+995) 591 31 62 15 (+995) 558 70 74 74

ჩემი ფინანსური მრჩეველი

ჩვენ შესახებ

ჩემი ფინანსური მრჩეველი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს, რომელიც მორგებულია თქვენს პირად მიზნებსა და საჭიროებებზე

ხელი შევუწყოთ ფიზიკურ პირებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებასა და ფულადი სახსრების ეფექტურ მართვაში

            • ფინანსური შესაძლებლობების ოპტიმიზაცია
            • პერსონალური მიდგომა და რეკომენდაციები
            • სანდო და ერთგული პარტნიორობა
            • მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა
            • გრძელვადიანი თანამშრომლობა

            • ინოვაციური სერვისი
            • სანდო პარტნიორი
            • გამოცდილი გუნდი
            • პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული

ბრენდის ისტორია

     ყველა ადამიანს აქვს ინტერესები, გეგმები და მიზნები. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგებით. ეფექტიანი დაგეგმვითა და მართვით, დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.
     პირადი ფინანსების მართვა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას – რჩევასა და კონსულტაციას.
ფინანსური კონსულტაციების მიზნობრივ აუდიტორიად, ძირითადად, კორპორატიული სეგმენტი მოიაზრება მაშინ, როცა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური პირებისთვის.
     ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება არსებობს მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში კი, სულ უფრო ნათლად ჩანს ასეთი მომსახურების საჭიროება.
     ფინანსურ სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ და შემდგომმა კვლევებმა საშუალება მოგვცა დავხმარებოდით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საკუთარი ფინანსების სწორად დაგეგმვაში. შედეგები კი საკმაოდ ხელშესახები იყო. აღნიშნულმა გარემოებამ და ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება – დაგვეარსებინა ფიზიკურ პირებსა და საოჯახო მეურნეობებზე მორგებული ინოვაციური სტარტაპი “ჩემი ფინანსური რჩეველი”.